Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ეწვია


ჯეიმს კლევერლი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი
ჯეიმს კლევერლი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი

16 მარტს საქართველოს ეწვია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია. როგორც საქართველოს საგარეო უწყება აღნიშნავს, მხარეებმა ისაუბრეს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

„დღეს საქართველოს ეწვია ბრიტანეთის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი. ის საქართველოში შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ განსახილველი საკითხები შეეხება როგორც ორმხრივ თანამშრომლობას, ასევე მრავალმხრივ თანამშრომლობას - ორმხრივი თანამშრომლობა დაწყებული ეკონომიკური ურთიერთობებიდან, დამთავრებული პოლიტიკური და უსაფრთხოების თემებით. მნიშვნელოვანია ასევე ის ფაქტი, რომ ბრიტანული დელეგაცია ვიზიტით ეწვევა საოკუპაციო ხაზს, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ურყეობას და ჩვენი პარტნიორების ურყევ გვერდით დგომას საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მიმართულებით", - თქვა აეროპორტში თეიმურაზ ჯანჯალიამ.

ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ სახელმწიფო მინისტრის პროგრამა მოკლე, მაგრამ დატვირთული იქნება. „გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის აღნიშნული ვიზიტი საქართველოში პირველია 2016 წლის შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოკლე, მაგრამ ძალიან დატვირთული პროგრამა. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს ქართული მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ ვიზიტის განხორციელების პროცესში", - განაცხადა მან.

XS
SM
MD
LG