Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პარლამენტი მაკრონის მთავრობის მიმართ უნდობლობის ორ ვოტუმს უყრის კენჭს


დემონსტრაცია საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. ლიონი. 16 მარტი, 2023 წელი
დემონსტრაცია საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. ლიონი. 16 მარტი, 2023 წელი

20 მარტს პარლამენტის წევრები საფრანგეთის მთავრობის წინააღმდეგ უნდობლობის ორ ვოტუმს უყრიან კენჭს.

უნდობლობის გამოცხადების მცდელობის მიზეზი სადავო საპენსიო რეფორმის კენჭისყრის გარეშე გატანა გახდა. პრემიერ-მინისტრმა ელიზაბეტ ბორნმა გამოიყენა საკონსტიტუციო მუხლი, რომელიც კანონპროექტის გატანის შესაძლებლობას კენჭისყრის გარეშე იძლევა.

მას მერე საფრანგეთის ქუჩებში ათეულ ათასობით ადამიანი აგრძელებს პროტესტს და პარალელურად იმართება გაფიცვები საპენსიო კანონის შეცვლის გამო.

თუ უნდობლობის ვოტუმები ჩაიშალა, კანონი ძალაში შევა, რაც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს.

უნდობლობის ვოტუმის განცხადება პარლამენტში შეიტანეს ცენტრისტმა დეპუტატებმა და ულტრამემარჯვენე ნაციონალურმა მოძრაობამ. თუ მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თანამდებობას არაფერი ემუქრება, მაგრამ პრემიერის და მთავრობის პოზიციას საფრთხე შეექმნება.

მაკრონმა ან ახალი მთავრობა უნდა დანიშნოს, ან პარლამენტი დაშალოს და ახალი არჩევნები გამოაცხადოს. ემანუელ მაკრონი თვლის, რომ საფრანგეთის მოსახლეობის დაბერება ახლა მოქმედ საპენსიო სისტემას მიუწვდომელს ხდის. ამ მოაზრებას არ იზიარებს დეპუტატების ნაწილი.

მაკრონის მომხრეები უმცირესობაში არიან ეროვნული კრების ქვედა პალატაში, მაგრამ უნდობლობის ვოტუმის მისაღწევად აუცილებელია, რომ მთელი ოპოზიცია გაერთიანდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG