Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ლევან იოსელიანი ქეთი თურაზაშვილმა შეცვალა


ქეთი თურაზაშვილი
ქეთი თურაზაშვილი

საქართველოს პარლამენტში ლევან იოსელიანი ქეთი თურაზაშვილმა შეცვალა. მისთვის მანდატის მინიჭებას მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საქართველოს კანონმდებლობით, თუკი პარლამენტს პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი ტოვებს, მის ნაცვლად მანდატს იღებს ამავე პარტიის საარჩევნო სიაში მის შემდეგ მყოფი ადამიანი.

თურაზაშვილი ​2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამ დრომდე პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის აპარატს ხელმძღვანელობდა და ამავდროულად იყო პარტია "მოქალაქეების" აღმასრულებელი მდივანი.

7 მარტს პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველად დაამტკიცა პარტია "მოქალაქეების" წევრი ლევან იოსელიანი.

თურაზაშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, მან განათლება მიიღო ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, PR ტექნოლოგიების მიმართულებით. ის მუშაობდა როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის - თბილისის საკრებულოში. ის პარტია "მოქალაქეების" საპარლამენტო სიის მე-3 ნომერია.

XS
SM
MD
LG