Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: ყირიმიდან ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია დაიწყო


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დონბასისთვის ბრძოლაში გაიმარჯვებენ და ყირიმსაც დაიბრუნებენ. 21 მარტს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერთი წელი შესრულდა პირველი გამარჯვებებიდან ქვეყნის ჩრდილოეთში, საიდანაც ოკუპანტები გაიქცნენ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გასული წლის 21 მარტს დასრულდა ბრძოლა კიევის ოლქის პატარა სოფლის, მოშჩუნისთვის, რომლის გათავისუფლება იქცა პირველ დიდ ნაბიჯად გამარჯვებისკენ და მას მოჰყვა ბრძოლები გოსტომელის, ირპენის, ჩერნიგოვის, სუმის და კუნძულ ზმეინის გასათავისუფლებლად და თავდაცვის უნიკალური ოპერაცია სამხრეთში, სადაც თავისუფლება დაიბრუნა ხარკოვმა.

ზელენსკის განცხადებით, ასეთივე შედეგებს მიაღწევენ დონბასისთვის გმირულ ბრძოლაშიც, აზოვისპირეთშიც და ყირიმის დასაბრუნებლადაც. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ყირიმიდან უკვე დაიწყო „ტერორისტი სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია“.

  • რუსეთმა ყირიმის ანექსია უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე 8 წლით ადრე, 2014 წელს განახორციელა.
  • 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებიც, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
  • ამჟამად ყველაზე ინტენსიური ბრძოლები დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG