Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სევასტოპოლზე დრონებით შეტევა იყო


საილუსტრაციო ფოტო. წარწერა: "პუტინი ფაშისტია" ანექსირებული სევასტოპოლის ერთ-ერთ სახლთან. 2023 წლის 17 მარტი
საილუსტრაციო ფოტო. წარწერა: "პუტინი ფაშისტია" ანექსირებული სევასტოპოლის ერთ-ერთ სახლთან. 2023 წლის 17 მარტი

რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან.

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ დღეს დილით, რუსეთის ფლოტმა დრონებით შეტევა მოიგერია და სამი ობიექტი გაანადგურა.

რაზვოჟაევის თანახმად, ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემაც. ე.წ. გუბერნატორის ინფორმაციით, სამხედრო გემები არ დაზიანებულა და უპილოტო საფრენი აპარატების განადგურებით გამოწვეული აფეთქებების შედეგად ჩაიმსხვრა მხოლოდ რამდენიმე სახლის ფანჯრები.

  • 20 მარტს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში.
  • 21 მარტს, დრონებით დარტყმა იყო რუსეთის ბრიანსკის ოლქში, ნავთობკომპანია "ტრანსნეფტის" ერთ-ერთ ობიექტზე.
  • ანექსირებულ ყირიმში და ასევე, რუსეთის სხვადასხვა ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით ბოლო თვეებში არაერთი შეტევა განხორციელდა.
  • უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ დარტყმებთან კავშირს ოფიციალურად არც უარყოფს და არც ადასტურებს.

22 მარტს, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განახორციელა რუსეთმაც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დილით განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის 21 დრონიდან 16.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG