Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მუხიანში, ლიფტში კაცის მოკვლის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს


შემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც გამოძიება თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის განზრახ მკვლელობას ედავება. დაკავების შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დაკავებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ათეულობით ჭრილობა მიაყენა ნაცნობს - 1959 წელს დაბადებულ რ.მ.-ს, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა", - წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი გუშინ, 22 მარტს, იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG