Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადრე თუ გვიან მოგვიწევს მიღება - მეუფე იაკობი „აგენტების“ კანონზე


მეუფე იაკობი
მეუფე იაკობი

ადრე თუ გვიან მოგვიწევს მაგ კანონის მიღება, თუ გვინდა, რომ ცივილიზებულ მსოფლიოში ვიყოთ, აცხადებს მეუფე იაკობი „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონის შესახებ.

„როდესაც ასეთი კანონის მიღებას აპირებ, უნდა აუხსნა ადამიანებს, რატომ არის საჭირო. როდესაც თქვეს, ნახეთ, რომ სხვადასხვა ძალამ დაიწყო, რომ ამას იმიტომ იღებთ, რომ ჩვენი პარტნიორები მტრებად მიგაჩნიათო. ეს დაიწყო იმ პარტიებმა, რომლებმაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდათ და ასევე, რამდენიმე არასამთავრობომ, რომლებიც უდიდეს ფულს იღებენ უცხოეთიდან“, - თქვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას.

მისივე თქმით, მსოფლიომ „90-იან წლებში შეცდომა კი არ დაუშვა მსოფლიომ, არამედ დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ბალტიისპირეთთან ერთად საქართველოც არ მიიღეს ევროკავშირში“. ბალტიის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი 2004 წელს გაწევრიანდნენ ევროკავშირსა და ნატოში.

„საქართველოს თავისი გზა არჩეული აქვს, ჩვენ გვინდა ცივილიზებული ცხოვრება და მთელი საუბარი მიდის კანდიდატობაზე. ჩვენი ბრალია კანდიდატები თუ არ ვართ?!“ - განაცხადა იაკობმა.

„უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი, რომელმაც მწვავე ადგილობრივი და საერთაშორისო კრიტიკა გამოიწვია, პარლამენტმა ჩააგდო მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ.

XS
SM
MD
LG