Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დრონებით შეუტია კიევს და კიევის ოლქს


საილუსტრაციო ფოტო. უპილოტო საფრენი აპარატი კიევის თავზე
საილუსტრაციო ფოტო. უპილოტო საფრენი აპარატი კიევის თავზე

უკრაინის დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში საჰაერო განგაში იყო რუსეთის მხრიდან უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის გამო. უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, წუხელ, მხოლოდ კიევში მოხდა სულ მცირე 6 აფეთქება. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, რუსეთმა შეტევა განახორციელა ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და გამოიყენა 13 ე.წ. კამიკაძე-დრონი(Shahed-136/131) და 1 მზვერავი უპილოტო საფრენი აპარატი. სარდლობის თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა 12 კამიკაძე-დრონი და 1 მზვერავი. უკრაინელი სამხედროები არ აკონკრეტებენ, რომელ მიზანს მოხვდა კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც სისტემამ ვერ მოიგერია.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, წუხელ, რუსეთის როსტოვის ოლქიდან აფრენილმა, სუ-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებმა ხერსონის ოლქზე განახორციელეს დარტყმა მართვადი საავიაციო ბომბებით. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG