Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IOC-ი რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის მომხრეა


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის მომხრეა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსი სპორტსმენების ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობის მომხრეა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) გამოვიდა რეკომენდაციით, რათა რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით შეეძლოთ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება. გადაწყვეტილება სამშაბათს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

რუსი და ბელარუსი სპორტსმენები ტურნირებზე მონაწილეობის მიღებას შემდეგი პირობებით შეძლებენ:

  • მათ უნდა იასპარეზონ ნეიტრალური სტატუსით, თავიანთი ქვეყნების დროშების, ჰიმნებისა და სიმბოლოების გამოყენების გარეშე;
  • სპორტსმენებმა უკრაინაში შეჭრას მხარი არ უნდა დაუჭირონ;
  • სპორტსმენები არ უნდა იყვნენ შეიარაღებული ძალების ან სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები.

ეს რეკომენდაციები არ ვრცელდება 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ და 2026 წლის მილანის ზამთრის თამაშებზე.

იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) დასაშვებად მიიჩნია ოლიმპიადაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა, თუ მათ საჯაროდ არ დაუჭერიათ მხარი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. კომიტეტი ამტკიცებს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა ჩამოერთვას შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ პასპორტის გამო. IOC-ის წინადადების თანახმად, დაშვების შემთხვევაში, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.

XS
SM
MD
LG