Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში მცხოვრებმა უკრაინელებმა ოლიმპიურ კომიტეტს ხელმოწერები გადასცეს


საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან

საქართველოში მცხოვრები უკრაინელების სახელით ოლიმპიურ კომიტეტში დღეს, 29 მარტს საინიციატივო ჯგუფმა განცხადება შეიტანა, როგორც რადიო თავისუფლებას მიხაილო ულიანინმა უთხრა, მათი მოთხოვნაა საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოხატოს თავისი პოზიცია უკრაინაის წინადადებაზე აეკრძალოთ რუსეთისა და ბელარუსის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს მომავლი წლის პარიზის ოლიმპიადაზე, ასევე სხვა საერთაშორისო ჩემპიონატებში მონაწილება.

ჩვენი ხელმოწერები გადავეცით ოლიმპიურ კომიეტეტს საქართველოში მცხოვრები უკრაინელების სახელით. დაახლოებით 200 ხელმოწერა შევაგროვეთ თბილისსა და ბათუმში გასულ კვირას ჩვენი საპროტესტო აქციების ფარგლებში. ჩვენ დღეს მოვედით საქართველოს ოლიმპიურ კომიტეეტში რომ ეს ხელმოწერები გადავცეთ და ასევე გავიგოთ კომიტეტის პრეზიდენტის პოზიცია უკრაინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ რუსეთისა და ბელარუსის გუნდებს აეკრძალოთ მომავალი წლის პარიზის ოლიმპიადაში ასევე სხვა სპორტის სახეობებში გამოსვა“, - თქვა მიხაილო ულიანინმა.

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ რომ მიმართვა ჩაიბარეს, რაზეც პასუხის მოგვიანებით გასცემენ.

ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ 10 თებერვალს განაცხადა, რომ 35 ქვეყნისგან შემდგარი კოალიცია მოითხოვს, რომ არ დაუშვან რუსი და ბელარუსი სპორტსმენები პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე.

ლიეტუველი მინისტრის, იურგიტა შიუგჯინენეს თქმით, ასეთი გადაწყვეტილება 35 ქვეყნის სპორტის მინისტრების მიიღეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კოალიციაში ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა ასევე შედიან გაერთიანებული სამეფო, შეერთებული შტატები და ავსტრალია.

გუშინ 28 მარტს, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) გამოვიდა რეკომენდაციით, რათა რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენებს ნეიტრალური სტატუსით შეეძლოთ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება. გადაწყვეტილება ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

იანვრის ბოლოს საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) დასაშვებად მიიჩნია ოლიმპიადაში რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობა, თუ მათ საჯაროდ არ დაუჭერიათ მხარი უკრაინაში მიმდინარე ომისთვის. კომიტეტი ამტკიცებს, რომ არცერთ სპორტსმენს არ უნდა ჩამოერთვას შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობა მხოლოდ პასპორტის გამო. IOC-ის წინადადების თანახმად, დაშვების შემთხვევაში, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები ოლიმპიადაზე ნეიტრალური დროშის ქვეშ იასპარეზებენ.

XS
SM
MD
LG