Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსახიობი ლია ახედჯაკოვა თეატრ „სოვრემენნიკს“ ტოვებს


ლია ახედჯაკოვა
ლია ახედჯაკოვა

რუსეთის სახალხო არტისტმა ლია ახედჟაკოვამ „ნოვაია გაზეტას“ განუცხადა, რომ 10 მარტს მან საკუთარი სურვილის საფუძველზე მოსკოვის „სოვრემენნიკის“ თეატრიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ახლა, მისი თქმით, იგი აპირებს საგასტროლო ტურნეს მოწყობას. მსახიობი რუსეთის დატოვებას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის მხარდაჭერისთვის იგი სახელმწიფოსა და ომის მომხრე აქტივისტების მხრიდან დევნას განიცდიდა.

8 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ „სოვრემენნიკის“ მენეჯმენტმა რეპერტუარიდან ამოიღო პიესა "ჯინის თამაში", ბოლო სპექტაკლი, რომელშიც მსახიობი მონაწილეობდა.

ლია ახედჯაკოვა, რომელმაც არაერთხელ საჯაროდ გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინი და მხარი დაუჭირა უკრაინას,„სოვრემენნიკში“ 1977 წლიდან მუშაობდა.

მსახიობის თქმით, თეატრის დირექტორმა მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ის „წალეკა რისხვიანი წერილებმა."

ახედჯაკოვასა და "სოვრემენნიკისადმი" უკმაყოფილება დაიწყო გასული წლის ივლისში, როდესაც რუსეთის საზოგადოებრივმა მოძრაობა „რუსეთის ოფიცრებმა“, გენერალურ პროკურატურასა და მოსკოვის მერიაში თეატრ „სოვრემენნიკის“ სპექტაკლ „პირველი პურის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ აღნიშნული სპექტაკლი „უკიდურეს უპატივცემულობას ამჟღავნებს სამშობლოს დამცველებისადმი“, მასში „გადაჭარბებულად“ არის გამოყენებული „არანორატიული ლექსიკა“ და ადგილი აქვს ერთი და იმავე სქესის პირთა სიყვარულის „დაუფარავ პროპაგანდას“.

ორგანიზაციის წევრები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ვეტერანთა შეურაცხყოფას შეიცვას სპექტაკლის მთავარი გმირი ქალის მონოლოგი, რომელსაც ამ როლის შემსრულებელი, ცნობილი მსახიობი, ლია ახედჯაკოვა, კითხულობდა.

კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციის ხელმძღვანელები ლია ახედჯაკოვას უწოდებენ ყველა ჯურის „ჰომოსექსუალ და ლესბო ადამიანების ქომაგს“, რომელიც „ყირიმს არ მიიჩნევს რუსეთის შემადგენელ ნაწილად.“

XS
SM
MD
LG