Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მკვლელობა მოხდა, გარდაცვლილია ორი ადამიანი


პირველი აპრილის ღამეს მკვლელობა მოხდა წყალტუბო-ქუთაისის გზაზე. გარდაცვლილია ორი ახალგაზრდა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ სამ მეგობარს ერთმანეთთან შელაპარაკება მოუვიდა. ერთ-ერთმა, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ცეცხლსასროლი იარაღიდან, სავარაუდოდ, შემთხვევით, გასროლილ ტყვიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

XS
SM
MD
LG