Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქუთაისში აქცია ჩაატარა


ქუთაისის მერიის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა აქცია ჩაატარეს დევიზით „ერთად ევროპაში.“ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებაა. მათ ასევე მოითხოვეს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფაში ეჭვმიტანილიო ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შეკრებულებს მოუწოდა 9 აპრილს თბილისში დაგეგმილ აქციაში მიიღონ მონაწილეობა.

აქციის მიმდინარეობისას ქუთაისის მერიის წინ გზა გადაკეტილი იყო. მოძრაობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ აღდგა.

XS
SM
MD
LG