Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა შავ ზღვაში განათავსა „კალიბრის“ რაკეტებით აღჭურვილი 5 გემი


რუსეთმა შავ ზღვაში საბრძოლო მორიგეობაზე დააყენა ხუთი სამხედრო გემი, რომელთაგან ორი რაკეტმზიდი 12 ერთეული "კალიბრის" ფრთოსანი რაკეტითაა აღჭურვილი, - ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახური, 2 აპრილს ფეისბუკით ავრცელებს ცნობას

გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროების თქმით, აზოვის ზღვის აკვატორიაშიც იმყოფება ერთი რუსული გემი, ხოლო ხმელთაშუა ზღვაში შვიდამდე გემი, რომელთაგან სამი ხომალდი არის აღჭურვილი "კალიბრის" სისტემის სარაკეტო (ჯამში 20 ზალპის) დანადგარით.

ფრთოსანი რაკეტა „კალიბრის“ ფრენის სიშორე საზღვაო სამიზნის შემთხვევაში 375 კილომეტრს აღწევს, მიწისზედა სამიზნეზე - 2600 კილომეტრს.



რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთმა „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტებით რამდენჯერმე დაბომბა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

XS
SM
MD
LG