Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იოავ გალანტი დააბრუნა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე


ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილება შეცვალა და იოავ გალანტი დააბრუნა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

ისრაელში სიტუაციის გამწვავების ფონზე, რაც გამოწვეულია ქვეყნის ტერიტორიაზე ღაზის სექტორიდან, ლიბანიდან და სირიიდან ბოლო დღეებში განხორციელებული სარაკეტო თავდასხმებით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უთანხმოება გვერდით გადადო და თავდაცვის მინისტრთან ერთად 24 საათის განმავლობაში ყველა ფრონტზე მუშაობს.

10 აპრილს, ისრაელის მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ქვეყანა "ტერორისტული შეტევის" ქვეშაა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იოავ გალანტი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან 26 მარტს დაითხოვა, მას შემდეგ, რაც გალანტმა გააკრიტიკა მასობრივი საპროტესტო აქციების გამომწვევი სასამართლო რეფორმა და მთავრობას მისი შეჩერებისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG