Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ შეძრწუნებულია ტყვეობაში მყოფი უკრაინელის სასტიკი მკვლელობის ვიდეოთი


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა უკრაინელი სამხედრო ტყვის სიკვდილით დასჯის ვიდეოს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

„შეძრწუნებული ვარ გავრცელებული სასტიკი ვიდეოთი, რომელზეც ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროს თავის მოკვეთაა ასახული. ეს არის კიდევ ერთი დანაშაული კაცობრიობის წინაშე და ომის ამ დანაშაულებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი.
საქართველო დგას და იდგება უკრაინის გვერდით!"
- დაწერა ზურაბიშვილმა.

11 აპრილს სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს რუსი სამხედროს მიერ უკრაინელი ტყვისთვის თავის მოკვეთას. სასტიკი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს, 12 აპრილს, მსოფლიოს ლიდერებს მიმართა, რომ ამ სიმხეცის იგნორირება შეუძლებელია და თითოეულ მათგანს რეაქცია უნდა ჰქონდეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვიდეო აჩვენებს რუსეთის სახეს, რომლისთვისაც ადამიანები არ არსებობენ და მცდელობას, ნორმად აქციოს სიცოცხლის განადგურება. ზელენსკის განცხადებით, არ აპირებენ რამე დაივიწყონ და მკვლელებს აპატიონ.

XS
SM
MD
LG