Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის იერიშს სლავიანსკში რვა ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი ემსხვერპლა


სლავიანსკი, უკრაინა
სლავიანსკი, უკრაინა

რუსეთის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკზე სარაკეტო შეტევა მიიტანეს, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პაველ კირილენკო ავრცელებს.

„რუსებმა ერთდროულად რამდენიმე დარტყმა მიაყენეს ქალაქის საცხოვრებელ უბნებზე, დაანგრიეს მაღლივი კორპუსები, დააზიანეს სკოლა. ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ ისევ არიან ადამიანები, მათ შორის ბავშვი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, - დაწერა კირილენკომ საკუთარ ფეისბუქზე.

წინასწარი მონაცემებით, რუსებმა სლავიანსკს S-300 რაკეტებით შეუტიეს, დაზიანდა ხუთი მაღალსართულიანი შენობა, ასევე ხუთი კერძო სახლი, მაღაზია, ეკონომიკური ცენტრი, კლუბი და სამი მანქანა.

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ განაცხადა, რომ მაშველებმა ბავშვი ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის კომუნიკაციების მრჩეველმა დარია ზარივნაიამ განაცხადა, რომ ნანგრევებიდან გამოყვანილი ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა.

პაველ კირილენკომ ასევე თქვა, რომ სლავიანსკთან ერთად რუსული ჯარები თავს დაესხნენ კრამატორსკსა და კონსტანტინოვკას. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

XS
SM
MD
LG