Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღდგომის ღამეს ზაპოროჟიეს რუსეთის ძალებმა შეუტიეს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

16 აპრილის ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა შეტევა განახორციელეს ზაპოროჟიეზე. ინფორმაციას საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იური მალაშკო ავრცელებს.

მისი სიტყვებით, კამიშევახეში დაზიანდა ადგილობრივი ეკლესია, სადაც წირვა არ მიმდინარეობდა. დაზიანდა მიმდებარე შენობებიც.

ქალაქ ზაპოროჟიეში რუსეთის სამხედრო ძალების თავდასხმის არეალში მოხვდა მწვანე ზონა. მალაშკოს განცხადებით, მიმდინარეობს აფეთქების ტალღისგან მიყენებული ზიანის აღრიცხვა.

XS
SM
MD
LG