Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ხელისუფლებამ რუსებისთვის რაკეტების წარმოებაზე უარი თქვა - Washington Post-ი


საბუთების თანახმად, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი მაისის დასაწყისისთვის შეიძლება ამოეწუროს
საბუთების თანახმად, უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტების მარაგი მაისის დასაწყისისთვის შეიძლება ამოეწუროს

ეგვიპტის ხელისუფლებამ, აშშ-ის ჩარევის შემდეგ, უარი თქვა რუსული ჯარებისთვის რაკეტების წარმოების გეგმაზე, წერს გაზეთი Washington Post-ი, აშშ-ის საიდუმლო სადაზვერვო დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც ქსელში მოხვდა.

მანამდე პენტაგონის გაჟონილ დოკუმენტებზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების ერთ-ერთმა უახლოესმა მოკავშირემ და ამერიკული დახმარების მთავარმა მიმღებმა, ცოტა ხნის წინ უბრძანა თავის ქვეშევრდომებს, აწარმოონ 40 000-მდე რაკეტა რუსეთში საიდუმლო გადაზიდვისთვის.

ქვეყნის ხელისუფლების გეგმები შეიცვალა ეგვიპტეში ამერიკელი ოფიციალური პირების, მათ შორის პენტაგონის ხელმძღვანელ ლოიდ ოსტინის (2023 წლის მარტის დასაწყისში) ვიზიტების შემდეგ. ამის ნაცვლად, როგორც WP-ის ჟურნალისტები აღნიშნავენ, ეგვიპტე დათანხმდა შეერთებული შტატებისთვის ში-152 და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების მიყიდვას უკრაინის საჭიროებისთვის.

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტებში არ არის მითითებული, დაუბრუნდა თუ არა ეგვიპტის ხელისუფლება რუსეთის არმიისთვის იარაღის მიწოდების თავდაპირველ გეგმას, ასევე გადასცა თუ არა შეერთებულ შტატებს უკრაინისთვის განკუთვნილი დაპირებული საბრძოლო მასალა.

პენტაგონის დოკუმენტების გაჟონვა ფართოდ გახდა ცნობილი 5 აპრილს, როდესაც რამდენიმე რუსულმა ტელეგრამის არხმა გაავრცელა საიდუმლო ხასიათის ფაილები უკრაინის ომის შესახებ.

საბუთების თანახმად, ეგვიპტე რუსეთისთვის 40 ათასი რაკეტის მიწოდებას საიდუმლოდ გეგმავდა. ეგვიპტის ოფიციალური პოზიციაა, რომ არ ერევა კონფლიქტში და “თანაბარ დისტანციას იცავს ორივე მხარესთან”.

XS
SM
MD
LG