Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს ყოფილი პოლიციელი, ბრალდებული შსს-ს მონაცემთა ბაზიდან დარია დუგინას შესახებ ინფორმაციის გადაცემაში


დარია დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი. მოძრაობას მისი მამა ხელმძღვანელობს
დარია დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი. მოძრაობას მისი მამა ხელმძღვანელობს

მოსკოვში სასამართლომ დააკავა საგზაო პოლიციის ყოფილი მაიორი ივან რიბკინი, რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: თანამდებობის ბოროტად გამოყენება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევა. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, ​სისხლის სამართლის საქმე 11 აპრილს აღიძრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი რიბკინი დააკავეს და დაკითხეს.

გამოცემის თანახმად, მის შემთხვევაში, რომელიც დაკავშირებულია პოლიციის მონაცემთა ბაზების საშუალებით მონაცემების "მოპოვებასა" და "მესამე პირებზე პირადი მონაცემების უკანონო გადაცემასთან", ნახსენებია კრემლთან დაახლოებული ნაციონალისტი ფილოსოფოსის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, მოკლული დარია დუგინას გვარი.

რიბკინი მოსამართლის გადაწყვეტილებით, დროებით პატიმრობაში მოათავსეს, რადგან საგამოძიებო კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეჭვმიტანილს თავისუფლებაზე შეუძლია "შექმნას ცრუ მტკიცებულება თავისი უდანაშაულობის შესახებ ან გაანადგუროს არსებული", გავლენა მოახდინოს მოწმეებზე, დაემალოს წინასწარ გამოძიებასა და სასამართლოს.

20 აგვისტოს, დაახლოებით 21:00 საათზე, მოსკოვის გარეუბანში ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით აფეთქდა Toyota Land Cruiser-ის მარკის მანქანა. მძღოლი ქალი ადგილზე დაიღუპა. იგი აღმოჩნდა ჟურნალისტი და პოლიტოლოგი დარია დუგინა.

  • დარია დუგინა ჟურნალისტიკით, ფილოსოფიითა და პოლიტოლოგიით იყო დაკავებული. 2022 წლიდან ის დიდმა ბრიტანეთმა შეიყვანა იმ პირების სიაში, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ.
  • ალექსანდრ დუგინი "რუსული სამყაროს" ერთ-ერთი იდეოლოგია. ულტრამემარჯვენე ავტორი ცნობილია, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის არქიტექტორი ან "სულიერი მეგზური". ითვლება, რომ დუგინს ძლიერი გავლენა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე. მას ხშირად უწოდებენ "პუტინის ტვინს."
XS
SM
MD
LG