Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევილის მამულის სარემონტო სამუშაოებზე სამინისტრო ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს


ლევილის მამული
ლევილის მამული

საქართველოს კულტურის სამინისტრო ლევილის მამულში სარემონტო სამუშაოებზე ინფორმაციას, მათ შორის ფოტო-ვიდეო მასალას აქვეყნებს და წერს, რომ მინისტრი თეა წულუკიანი ადგილზე გაეცნო შესრულებულ სამუშაოებს.

სამინისტროს ცნობით, ლევილის მამულში 2022-2023 წლებში გალავნის, გუშაგის სახლისა და პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.

"ლევილის მამულის ისტორიული გალავნის კონსერვაცია-რესტავრაცია და ნამეტია გოგუაძის საცხოვრისის (ამჟამად ე.წ. გუშაგის სახლი) შიდა სარემონტო სამუშაოები წარმატებით დასრულდა.

ლევილის მამულში გალავნის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის პროცესი კულტურის სამინისტრომ 2022 წლის 29 ნოემბერს დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებსაც ფრანგული სააქციო საზოგადოება „დიუბოკი“ ასრულებდა, მოიცავდა 1053 მ² ფართობს და ითვალისწინებდა გალავნის კედლისა და მისი კრამიტით დაფარული გვირგვინის სრულ განახლებას. მისი ღირებულება 376 694,56 ევრო იყო.

ლევილის მამულის გუშაგის სახლში, რომელშიც მრავალი წლის მანძილზე ემიგრანტი ქალბატონი ნამეტია გოგუაძე ცხოვრობდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის ნოემბერში დაიწყო. შიდა სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ფასადის შეკეთება და გადახურვა მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე უნდა დასრულდეს, მას შემდეგ, რაც ლევილის მერია დაამტკიცებს განმახორციელებელი კომპანიის მიერ შერჩეულ კრამიტის მოდელს. ხელშეკრულების ღირებულებაა 251 895,74 ევრო", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტრო აცხადებს, რომ ლევილის მამულის რეაბილიტაციის პროცესი 2026 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

XS
SM
MD
LG