Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავს დაესხნენ


არტურ მირზოიანი, "საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" ხელმძღვანელი
არტურ მირზოიანი, "საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" ხელმძღვანელი

ორგანიზაცია "საქართველოს სომეხთა სათვისტომოს" ხელმძღვანელი, არტურ მირზოიანი ამბობს, რომ 21 აპრილს სახლთან ახლოს 3 პირი თავს დაესხა. როგორც ის ჰყვება, სამივეს ნიღაბი ეკეთა და მათგან ერთ-ერთი ვიდეოს იღებდა.

"წამაქციეს მიწაზე, მიზანმიმართულად თავში, ზურგისა და მუცლის არეში მირტყამდნენ, მაგინებდნენ. მეც თავი დავიცავი, შევძელი წამოდგომა, უკან დახევა ვცადე. ამ დროს ჩემი მაისური და ქურთუკი ხელში შერჩათ. როცა მიხვდნენ, რომ ვეღარ მიჭერდნენ, გაიქცნენ", - ამბობს მირზოიანი ვიდეომიმართვაში.

იგი ძალადობის ფაქტს მხოლოდ თავის საქმიანობას უკავშირებს და ამბობს, რომ "საქართველოს სომეხთა სათვისტომო" 23 და 24 აპრილს სომეხთა გენოციდის 108-ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისში მსვლელობის მოწყობას გეგმავს.

არტურ მირზოიანი გუშინვე გამოკითხეს პოლიციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG