Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლოდიმირ ზელენსკი ფინეთში ჩავიდა


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 1 მაისი, 2023.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 1 მაისი, 2023.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ფინეთში, სადაც ის სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად განიხილავს ომის მიმდინარეობასა და უკრაინისადმი მათ დახმარებას.

„სამიტის თემაა რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მუდმივი მხარდაჭერა სკანდინავიური ქვეყნების მხრიდან, უკრაინის ურთიერთობები ევროკავშირთან და ნატოსთან, ისევე როგორც უკრაინის ინიციატივა სამართლიანი სამყაროს შესახებ“, - მოჰყავს სააგენტო Reuters-ს შვედეთის მთავრობის განცხადება.

ზელენსკი შეხვდება ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს, ასევე შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრებს.

XS
SM
MD
LG