Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: Covid-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ Covid-19 აღარ ქმნის "საგანგებო ვითარებას ჯანდაცვის სფეროში".

ეს განცხადება მნიშვნელოვანი ნაბიჯია პანდემიის დასრულებისკენ, და ის გაკეთდა სამ წელიწადში მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ ვირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის ყველაზე მაღალი დონით გამოაცხადა.

ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დავარდა 2021 წლის იანვრის უმაღლესი ნიშნულიდან, კვირაში 100,000-ზე მეტი ადამიანიდან 3500 ადამიანამდე, 24 აპრილს.

WHO-ის განცხადებით, რეგისტრირებულია შვიდი მილიონი ადამიანის სიკვდილი პანდემიის გამო, თუმცა რეალური, აღურიცხავი მაჩვენებელი სავარაუდოდ 20 მილიონს უტოლდება.

XS
SM
MD
LG