Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G7-ის ლიდერები ჰიროსიმაში რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავენ


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჰიროსიმაში. 18 მაისი, 2023 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჰიროსიმაში. 18 მაისი, 2023 წელი

პარასკევს მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფოების, "დიდი შვიდეულის" ჯგუფის, G7-ის, ლიდერების შეხვედრები იწყება ჰიროსიმაში (იაპონია). Reuters-ის ცნობით, სამდღიან შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, კანადის, საფრანგეთის, იაპონიისა და შეერთებული შტატების ლიდერებს ჯერ მოუწევთ ერთმანეთში უთანხმოების გადალახვა და ერთიანობის გამოვლენა პეკინისა და მოსკოვის გამოწვევების წინაშე. მაგრამ „დიდი შვიდეულის“ წევრებს შორის კონკრეტული უთანხმოების შესახებ ცნობაში არაფერია ნათქვამი.

მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების ლიდერების შეხვედრაში, ტრადიციულად, ევროკავშირის ლიდერებიც მონაწილეობენ

Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთისა და რუსეთის წარმომადგენლები ჰიროსიმაში სამიტის სტუმრადაც კი არ არიან მიწვეული.

სამიტი გაგრძელდება სამი დღე, რომლის დროსაც მოკავშირეები უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ახალ სანქციებს გამოაცხადებენ.

XS
SM
MD
LG