Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საჰაერო ძალები: განადგურებულია 10 რუსული რაკეტა და 23 დრონი


აფეთქებული რუსული რაკეტა კიევის თავზე. 2023 წლის 26 მაისი
აფეთქებული რუსული რაკეტა კიევის თავზე. 2023 წლის 26 მაისი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაზე თავდასხმისთვის გამოიყენეს სხვადასხვა სახეობის 17 რაკეტა და 31 უპილოტო საფრენი აპარატი. ამის შესახებ დღეს დილით იუწყება უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა. მისი ინფორმაციით, შეტევა გასული ღამიდან დღეს დილის ხუთ საათამდე გაგრძელდა.

საჰაერო ძალების სარდლობის მონაცემებით, რუსეთმა კასპიის ზღვის რაიონიდან, ტუ-95 ტიპის თვითმფრინავებიდან ისროლა 10 ფრთოსანი რაკეტა, ხოლო ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილიდან - 7 საზენიტო-მართვადი რაკეტა. გარდა ამისა, სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებებიდან შეტევა განხორციელდა ირანული წარმოების 31 უპილოტო საფრენი აპარატით.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, განადგურებულია 10 ფრთოსანი რაკეტა და 23 დრონი.

უკრაინაში სამ საათს გაგრძელდა რუსეთის საჰაერო თავდასხმის გამო წუხელ გამოცხადებული განგაში. თავდასხმის მოსაგერიებლად ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის თავზე განადგურებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებმა დააზიანა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის სახურავი და კერძო სახლი.

ქალაქ დნიპროში დანგრეული და დაზიანებულია 2 საწარმო და 2 კერძო სახლი. დაშავდა 1 ადამიანი.

XS
SM
MD
LG