Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ფოტოგრაფი ზურაბ ქურციკიძე


ზურაბ ქურციკიძე, ფოტოგრაფი
ზურაბ ქურციკიძე, ფოტოგრაფი

გარდაიცვალა ფოტოკორესპონდენტი ზურაბ ქურციკიძე. უკანასკნელ დღეებში ის ერთ-ერთ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

სხვადასხვა დროს ზურაბ ქურციკიძე მუშაობდა ქართულ ბეჭდურ მედიაში, ასევე იყო საქართველოს პირველი არხისა და ევროპული პრესის სააგენტოს (EPA) ფოტოკორესპონდენტი. აშუქებდა მნიშვნელოვან მოვლენებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მას გაშუქებული აქვს 2008 წლის ომი, რუსეთ-უკრაინის ომი, ევრომაიდნის მოვლენები და სხვა.

ზურაბ ქურციკიძე ერთ-ერთია იმ ფოტოგრაფებიდან, რომლებიც 2011 წლის 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ზურაბ ქურციკიძემ მაშინ ბრალი აღიარა, როგორც შემდეგ თქვა, ზეწოლის შედეგად. 2016 წელს პროკურატურამ განაცხადა, რომ ფოტოგრაფები გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, ეს იყო ხელისუფლების შურისძიება 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის გაშუქებისთვის. ზურაბ ქურციკიძესა და კიდევ სამ ფოტოგრაფს ბრალი მოეხსნათ. ცოტა ხნის წინ სასამართლომ პროკურატურას მათ სასარგებლოდ ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

XS
SM
MD
LG