Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელებმა დაბომბეს ოკუპირებული ბერდიანსკის პორტი


სოცქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა აფეთქების შესახებ რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქის, ბერდიანსკის პორტში. 2 ივნისი, 2023.
სოცქსელებში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა აფეთქების შესახებ რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული უკრაინული ქალაქის, ბერდიანსკის პორტში. 2 ივნისი, 2023.

რამდენიმე აფეთქება მოხდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში, უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთში. სოცქსელებში გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა ტელეგრამის არხმა „პოლიტიკა სტრანი“.

უკრაინულ სოცქსელებში გავრცელებულ ჩანაწერებში ნაჩვენებია ვიდეოები, რომლებშიც ჩანს კვამლი ბერდიანსკის საზღვაო პორტის რაიონში. ამ წყაროებში ლაპარაკია მინიმუმ ექვს აფეთქებაზე.

რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს რეგიონის საოკუპაციო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმირ როგოვმა დაწერა, რომ წინასწარი მონაცემებით, ქალაქში იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ „სარაკეტო შეტევის მცდელობა“, ამოქმედდა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა.

ახლახან დაადასტურეს, რომ პორტს რაკეტა მოხვდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მელიტოპოლის მერის, ივან ფიოდოროვის თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს რუსული პოზიციები ბერდიანსკის პორტში, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სამხედრო გემები პორტს ტოვებენ.

„დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში ხმაურია. აფეთქება მოხდა პორტში, რომლის მეშვეობითაც ოკუპანტებს ნაძარცვი გაჰქონდათ. აფეთქებები ქალაქის მთელს გარეუბანში ისმოდა“, - დაწერა ფიოდოროვმა სოცქსელებში.

ბერდიანსკის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ვიქტორია გალიცინას თქმით, უკრაინელმა დამცველებმა რუსული პოზიციები დაბომბეს. ბერდიანსკის სამხედრო ადმინისტრაციაში ასევე განაცხადეს, რომ, წინასწარი მონაცემებით, პორტიდან სასწრაფოდ გადიან გემები, რომლებიც იქ შესული იყვნენ უკრაინული მარცვლეულისა და ლითონების გასატაცებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG