Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი დანიას აქებს რუსეთთან ომში უკრაინის გვერდით დგომისთვის


ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი
ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 5 ივნისს მადლობა გადაუხადა დანიის პრემიერ-მინისტრს, მეტე ფრედერიკსენს, დანიის მიერ შესრულებული როლისთვის დასავლეთის ალიანსში, რომელიც უკრაინის გვერდით დგას, იქ შეჭრილი რუსეთის მოგერიების პროცესში.

ოვალურ ოფისში ფრედერიკსენის ვიზიტი პირველი იყო ორი მნიშვნელოვანი შეხვედრიდან, რომლებსაც ბაიდენი ამ კვირაში ევროპელ მოკავშირეებთან უკრაინაში ომზე მსჯელობის მიზნით მართავს. შეხვედრებზე, მათ შორის, განიხილავენ ამერიკული F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის უკრაინელთა წვრთნისა და აღჭურვის ახლახან წამოწყებულ ძალისხმევას.

7 ივნისს ბაიდენი უმასპინძლებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს.

XS
SM
MD
LG