Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა: აუდიოჩანაწერი ადასტურებს, რომ კაშხლის განადგურების უკან რუსეთი იდგა


კახოვკის კაშხლის განადგურებას უკრაინაში წყალდიდობა მოჰყვა
კახოვკის კაშხლის განადგურებას უკრაინაში წყალდიდობა მოჰყვა

უკრაინის უშიშროების სამსახური (SBU) აცხადებს, რომ მოიპოვა რუსეთის სამხედროებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს რუსეთის მონაწილეობას კახოვკის კაშხლის განადგურებაში.

SBU-მა აუდიოჩანაწერი 9 ივნისს ტელეგრამით გაავრცელა. უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ რუსეთის სამხედროები ლაპარაკში აღიარებენ, რომ კაშხლის დაზიანება იყო "საბოტაჟის ჯგუფის" მოქმედებების შედეგი, უკრაინის არმიისთვის სირთულეების შექმნის მიზნით.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

"ეს დარტყმა მათ [უკრაინელებს] არ მიუტანიათ. ეს იყო საბოტაჟის ჩვენი ჯგუფი იქ. მათ უნდოდათ კაშხლით [უკრაინელების] შეშინება. ისე არ მოხდა, როგორც გეგმავდნენ, უფრო დიდი აღმოჩნდა", - ამ სიტყვებს, როგორც აცხადებენ, ჩანაწერში რუსი სამხედრო ოფიცერი წარმოთქვამს. საუბრის მეორე მონაწილე გაკვირვებული ჩანს ამ განცხადებით რუსეთის ძალებზე, რომლებსაც კახოვკის კაშხალი ოკუპირებული აქვთ უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეჭრის ადრეული დღეებიდან.

SBU არ აკონკრეტებს საუბარში მონაწილეთა ვინაობას და მეტ ინფორმაციას არ ავრცელებს იმის თაობაზე, თუ რა ითქვა ან როდის, თუმცა სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის დანაშაულების და კაშხლის "ეკოციდის" შემთხვევებზე.

XS
SM
MD
LG