Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდ დიღომში დაკარგულ 11 წლის გოგოს ეძებენ


11 წლის მარიამს დიდ დიღომში ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები ეძებს
11 წლის მარიამს დიდ დიღომში ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები ეძებს

დიდ დიღომში 11 წლის მარიამს ეძებენ, რომელიც 16 ივნისს, საღამოს გაუჩინარდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბავშვი ბოლოს პარკში ნახეს.

დიდ დიღომში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ათეულობით ადგილობრივი მცხოვრები.

„ვეძებთ 11 წლის მარიამს. აქვს გრძელი ყავისფერი თმა. აცვია მწვანე ფერის მაისური, რომელზედაც გამოსახული არის კიკინებიანი ჩინელი გოგონა, ჯინსის ბრიჯები, წელის შავი ჩანთა“, - წერენ ფეისბუკზე, დიდი დიღმის ჯგუფში.

მოქალაქეები განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ მიმდინარე წლის 17 მარტს, ღამით დიდ დიღომში გარდაცვლილი ნახეს 12 წლის ანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და გამოძიება დღესაც ამ მუხლით გრძელდება.

XS
SM
MD
LG