16 ივნისს დიდ დიღომში გაუჩინარებული 11 წლის მარიამი იპოვეს. ცნობას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი ადასტურებს. ბავშვის პოვნა დაადასტურა მარიამის ბიძამ.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი უვნებელია.
სამძებრო სამუშაოებში რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველებთან ერთად მოქალაქეები მონაწილეობდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ზუსტდება.