Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე „მართლმადიდებელ ოლიგარქთან“, მალოფეევთან, დაკავშირებულმა ფირმებმა თითქმის 20 მილიარდი რუბლი მიიღეს


კონსტანტინ მალოფეევი. 2023 წელი
კონსტანტინ მალოფეევი. 2023 წელი

რადიო თავისუფლების და მისი რუსულენოვანი ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ საგამოძიებო პროექტის, „სისტემის,“ გამოკვლევის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რვა დღით ადრე, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსატომმა" შეიძინა საკომპიუტერო ტექნოლოგიის, AT Consulting-ის 92 პროცენტი. იგი, როგორც ჩანს, გაყიდეს ბიზნესმენ კონსტანტინ მალოფეევთან დაკავშირებულმა კომპანიებმა.

მალოფეევი უკრაინაში ომის ერთ-ერთ სპონსორია.

გარიგების თანახმად, 16,6 მილიარდი დოლარი ჩაირიცხა კომპანია „საპროექტო ინვესტიციების“ ანგარიშზე. ფირმა AT Consulting-ის 75,5 პროცენტს ფლობდა და ეკუთვნოდა ლეონიდ გავრილოვს, ტელეპროდიუსერს, რომელიც მონაწილეობდა 2010-იან წლებში ტელეარხ „ცარგრადის“ გაშვებაში. ის დააფუძნა მალოფეევმა, რომელთანაც გავრილოვს აკავშირებს მართლმადიდებლობით გატაცება. ამასთან, გავრილოვს კვიპროსში აქვს რამდენიმე ოფშორული კომპანია, რომლებიც ღრმადაა ჩართული მალოფეევის ბიზნესში.

AT Consulting-ის 14,5 პროცენტი "როსატომთან" გარიგების დროს „აპრელ კარპიტალს“ ეკუთვნოდა. მანამდე ამ პაკეტის მფლობელი გავრილოვის „საპროექტო ინვესტიციები“ იყო. მალოფეევთან კავშირები, „სისტემის“ კვლევის თანახმად, „აპრელ კაპიტალსაც“ ჰქონდა: სულ მცირე, 2021 წლამდე „აპრელის“ დირექტორთა საბჭოში შედიოდა მალოფეევის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმირ რომანი, ხოლო მმართველი კომპანიის თანამფლობელი იყო ფინანსისტი ანატოლი მილიუკოვი. მილიუკოვი "როსტელეკომის" დირექტორთა საბჭოშიც შედიოდა მაშინ, როცა მალოფეევი ამ სახელმწიფო კომპანიის აქციონერი და მასში მთავარი, გადამწყვეტი პირი იყო.

ამდენად, სტრუქტურებმა, რომლებიც, როგორც ჩანს, მალოფეევთან არიან დაკავშირებული, შეძლეს AT Consulting-ის აქციებისთვის 18,8 მილიარდი რუბლი (260 მილიარდი დოლარი) მიეღოთ. როგორც „სისტემის“ გამოკვლევიდან ჩანს, გარიგებისგან მიღებული თანხების დანარჩენი ნაწილი გადაირიცხა მალოფეევის პროექტებთან დაკავშირებული პირებისა და კომპანიების ანგარიშებზე.

მალოფეევს მიიჩნევენ უკრაინის ომის სპონსორად, რადგან ის 2014 წლის შემდეგ აფინანსებს უკრაინის სამხრეთ-დასავლელ სეპარატისტებს, რის გამოც მას და მისი გარემოცვის ფირმებს საერთაშორისო სანქციები დაუწესეს.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ მალოფეევი ღიად უჭერს მხარს პრორუსულ საბრძოლო ბატალიონებს.

XS
SM
MD
LG