Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრიგოჟინი: „კოლონებს ვაბრუნებთ და უკან მივდივართ“


 „ვაგნერის“ მეთაურ ევგენი პრიგოჟინი. 24 ივნისი, 2023 წელი
„ვაგნერის“ მეთაურ ევგენი პრიგოჟინი. 24 ივნისი, 2023 წელი

„ვაგნერის“ მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა გააცხადა, რომ რომ თავისი დაქირავებული მეომრების რაზმებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს.

„დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად,“ განაცხადა პრიგოჟინმა.

მისი განცხადებიდან რამდენიმე წუთით ადრე გამოქვეყნდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესსამსახურის ცნობა, სადაც ეწერა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკამ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო გაერთიანების „ვაგნერის“ მეთაურთან, ევგენი პრიგოჟინთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება.

ლუკაშენკას პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკას წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ„.

პრიგოჟინის განზრახვის გამოცხადების შემდეგ, რომ წყვეტს მოსკოვისკენ სვლას, კრემლის წარმომადგეენლმა ამცნო საზოგადოებას, რომ "ვაგნერის, მებრძოლები, რომლებიც მონაწილეობდნენ მსვლეობაში, პასუხისგებაში არ მიიცემიან. კრემლი ასევე აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინის მიმართ, ასევე შეწყდება.

XS
SM
MD
LG