Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით ფეისბუკში მიშა მშვილდაძის ცემის აღიარება ვრცელდება


მიშა მშვილდაძე, "ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი
მიშა მშვილდაძე, "ფორმულის" ერთ-ერთი დამფუძნებელი

ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით ფეისბუკგვერდზე, მომხმარებელი წერს, რომ მან სცემა 27 ივნისის საღამოს "ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს. ფეისბუკ ანგარიშზე, სადაც ეს "აღიარებითი ჩვენება" 28 ივნისს გამოქვეყნდა, საჯაროდ მხოლოდ ეს ერთი სტატუსი იძებნება. გვერდის და პიროვნების ავთენტურობა დადგენილი არ არის.

ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსში მონიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწერა, რომ არ აპირებს მიმალვას და ძალადობის ფაქტის დამალვას. აქვე მან განმარტა, რომ მიშა მშვილდაძე სამიზნედ აირჩია მისი საჯარო განცხადებების, შეხედულებების და დამოკიდებულებების გამო.

რადიო თავისუფლებამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, ჰყავს თუ არა გამოძიებას იდენტიფიცირებული მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი და აქვთ თუ არა ინფორმაცია ამ განცხადების შესახებ - უწყებისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ნიკოლოზ გუგეშაშვილის სახელით ფეისბუკის სტატუსი თითქმის მსგავსია პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თავდასხმის ბრალდებით დაკავებული სოსო მაისურაძის განცხადებისა, რომელიც მან ასევე ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა. მაისურაძე გუგეშაშვილის მსგავსად მიუთითებდა, რომ არ აპირებდა მიმალვას და თავდასხმის მიზეზად ასახელებდა ზურა ჯაფარიძის შეხედულებებს.

XS
SM
MD
LG