Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმისთვის დაკავებული გირაოთი გაათავისუფლეს


ფოტო არქივიდან: ზურა ჯაფარიძე
ფოტო არქივიდან: ზურა ჯაფარიძე

გორის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლა იოსებ მაისურაძე, რომელიც ამბობს, რომ თავს დაესხა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ზურა ჯაფარიძეს. დღევანდელ, 24 ივლისის სხდომამდე, მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

"მოინანია ჩადენილი, მეტიც, სადმე რომ შეხვდეს ჯაფარიძეს, ხელსაც ჩამოართმევს და ბოდიშსაც მოუხდის", - აცხადებს მაისურაძის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე.

პროკურორი ოთარ დოხნაძე ამბობს, რომ რადგან სადაო არ გახადეს მტკიცებულებები, ამიტომ მოწმეებზე ზემოქმედების რისკი აღარ არსებობს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგებოდა გირაოს შეფარდებას.

ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 17 ივნისს, 10:00 საათზე, გავრცელდა. ის ბორჯომში, იმ ახალგაზრდულ ბანაკში აპირებდა ლექციის ჩატარებას, სადაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ძალადობრივად შეიჭრა.

ჯაფარიძეზე თავდასხმიდან რამდენიმე წუთში იოსებ მაისურაძის სახელით ფეისბუკში გავრცელდა მიმართვა, რომლის მიხედვითაც, ის იყო ამ დანაშაულის ჩამდენი.

პოლიციამ იოსებ მაისურაძე იმავე დღეს დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG