Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესის ოლქზე დრონებით თავდასხმის დროს გადარჩენილი ბათუმელი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან


რუსეთის სარაკეტო დარტყმით დაზიანებული ინფრასტრუქტურა ოდესის პორტში
რუსეთის სარაკეტო დარტყმით დაზიანებული ინფრასტრუქტურა ოდესის პორტში

ქართველი მეზღვაურები, რომლებიც უკრაინაში, ოდესის ოლქზე, კერძოდ კი რენის პორტში დრონებით დაბომბვის დროს მალტურ გემზე იყვნენ, უსაფრთხოდ არიან. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

სააგენტოში რადიო თავისუფლებას დამატებით უთხრეს, რომ ქართველი მეზღვაურები უკვე ბულგარეთის ტერიტორიაზე არიან და თურქეთის გავლით დაბრუნდებიან საქართველოში.

24 ივლისს რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქზე. თავდაცვის ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, სამიზნე იყო დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურა. მდინარე დუნაიზე მდებარე ქალაქ რენის ადმინისტრაციის ცნობით, რენი-ოდესის პორტში დაინგრა ხორბლის სამი საცავი. დაიჭრა 6 ადამიანი.

XS
SM
MD
LG