Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ნორვეგია შეიყვანა რუსი დიპლომატებისადმი "არამეგობრული" ქვეყნების სიაში


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

რუსეთმა ნორვეგია დაუმატა იმ ქვეყნების სიას, რომლებსაც რუსეთის დიპლომატიური და საკონსულო მისიების მიმართ "არამეგობრული" ქმედებები აქვთ განხორციელებული.

რუსეთის მთავრობამ 3 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ამ პირობებში რუსეთში ნორვეგიის დიპლომატიურ მისიას მხოლოდ 27 პირის დაქირავება შეუძლია.

50-მდე ქვეყნისგან შემდგარი სია მოიცავს აშშ-ს, ჩეხეთს, ხორვატიას, დანიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს და სხვ.

მოსკოვმა ეს სია შექმნა 2022 წლის გაზაფხულზე - მას შემდეგ, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთს სანქციები დააკისრეს.

XS
SM
MD
LG