Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკირებათ მათ, ვინც წმინდა წიგნებს შეურაცხყოფს


შვედეთში ყურანის შეურაცხყოფის მიმართ საპროტესო აქცია პაკისტანში, ყარაჩიში. 3 ივლისი. 2023 წელი
შვედეთში ყურანის შეურაცხყოფის მიმართ საპროტესო აქცია პაკისტანში, ყარაჩიში. 3 ივლისი. 2023 წელი
დანიის ხელისუფლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემოიღებს წმინდა წიგნების, მათ შორის ყურანის, ბიბლიისა და თორას საჯარო დაწვის ან სხვაგვარი შეურაცხყოფისთვის, განაცხადა 25 აგვისტოს განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პიტერ ჰუმელგარდმა.
გადაწყვეტილება დანიაში ყურანის დაწვის რამდენიმე ინციდენტის შემდეგ მიიღეს, რამაც მუსლიმურ ქვეყნებში ძალადობრივი პროტესტი გამოიწვია.
მინისტრის თქმით, მსგავსი ქმედებისთვის გათვალისწინებული იქნება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. მან წმინდა წიგნების შეურაცხყოფის აქტებს უწოდა "შეურაცხმყოფელი ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს დანიელების უსაფრთხოებას როგორც საზღვარგარეთ, ასევე სამშობლოში".
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს რასმუსენმა მხარი დაუჭირა იუსტიციის სამინისტროს განზრახვას.
ამჟამად დანიაში არ არის პასუხისმგებლობა ანტირელიგიურ განცხადებებსა და ქმედებებზე. სისხლის სამართლის მუხლი ღვთისგმობის შესახებ პარლამენტმა 2017 წელს გააუქმა. ამიტომ, პოლიციაში შეტყობინებული საჯარო ღონისძიებაც კი, რომლის დროსაც იგეგმება წმინდა წერილების შეურაცხყოფა, კანონით არ შეიძლება აიკრძალოს.
ჰუმელგარდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ეხება აზრისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ახალმა კანონმა, მისი თქმით, მოქალაქეები უნდა მიაჩვიოს საკუთარი აზრის გამოხატვის უფრო ცივილიზებულ ფორმებს.
ბოლო თვეების განმავლობაში დანიასა და მეზობელ შვედეთში რამდენიმე აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა დაწვეს ყურანი - მუსლიმთა წმინდა წიგნი მუსლიმური ქვეყნების საელჩოების წინ. ამ აქციების ორგანიზატორები არიან ულტრამემარჯვენე ნაციონალისტური მოძრაობების წარმომადგენლები.
ინციდენტებს მოჰყვა მასობრივი პროტესტი მუსლიმურ სახელმწიფოებში და უკიდურესად უარყოფითი რეაქცია დიპლომატიურ დონეზე. კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თუ შვედეთი არ დაასრულებს მსგავს ქმედებებს, შესაძლოა თურქეთმა არ დაამტკიცოს შვედეთის ნატოში შესვლა.
XS
SM
MD
LG