Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბუქარესტი უარყოფს უკრაინის განცხადებას, რომ რუსეთის დრონმა დეტონაცია რუმინეთის ტერიტორიაზე განიცადა


ოდესის რეგიონის არეალი, რომელიც რუსეთის მხრიდან დრონებით შეტევის სამიზნე იყო, 2023 წლის 4 სექტემბერი
ოდესის რეგიონის არეალი, რომელიც რუსეთის მხრიდან დრონებით შეტევის სამიზნე იყო, 2023 წლის 4 სექტემბერი

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ "კატეგორიულად" უარყო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ რუსეთის მიერ წინა ღამით უკრაინის პორტზე თავდასხმისას გაშვებული დრონებიდან სულ მცირე ერთმა დეტონაცია რუმინეთის ტერიტორიაზე განიცადა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 4 სექტემბერს გამოაცხადა, რომ რუსეთმა საჰაერო თავდასხმა მოაწყო უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურაზე და ერთ-ერთი დრონი რუმინეთის მიწაზე დაეცა.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია. "ეროვნული თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს საჯარო სფეროში გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ სიტუაციასთან დაკავშირებით, რომელიც შეიქმნა 3-დან 4 სექტემბრის ღამეს, როცა რუსეთის დრონები თითქოს რუმინეთის ეროვნულ ტერიტორიაზე დაეცა" - აცხადებს სამინისტრო.

XS
SM
MD
LG