Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი მოელის, რომ „ახლო მომავალში“ აშშ-სთან პატიმრებს გაცვლის


ირანი ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ "ახლო მომავალში" ვაშინგტონთან პატიმრებს გაცვლის. ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 11 სექტემბერს განაცხადა.
ნასერ ქანანიმ თქვა, რომ ასევე მომავალ დღეებში გაუქმდება მოხმარების აკრძალვა ისლამური რესპუბლიკის კუთვნილ, სამხრეთ კორეაში გაყინულ ექვს მილიარდ დოლარზე.
ქანანიმ განმარტა, რომ ამ ორ აქტს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.
Reuters-ის თანახმად, სააგენტოს გასულ კვირაში წყარომ აცნობა, რომ ირანის ფულის კატარის ბანკში გადატანას უკვე ამ კვირაში მოჰყვება გულმოდგინედ მოფიქრებული თანმიმდევრული ქმედებები, რომელთა შედეგად ირანს დატოვებს აშშ-ის პასპორტის და ორმაგი მოქალაქეობის მქონე ხუთამდე პირი და სამშობლოში გაფრინდება ამავე რაოდენობის ირანელი, რომლებიც აშშ-ში იყვნენ საპატიმროში.
ირანს უფლება ეძლევა, აღნიშნული კაპიტალი გამოიყენოს მხოლოდ იმ საქონლის შეძენისთვის, რომელსაც არ ეხება სანქციები.
10 აგვისტოს ირანმა თეირანის საპატიმრო „ევინიდან“ გაათავისუფლა და შინა პატიმრობაში გადაიყვანა ოთხი მოქალაქე. ერთი პირი უკვე იმყოფებოდა შინაპატიმრობაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ამას უწოდა იმ პროცესის პირველი ნაბიჯი, რომელიც მათ სამშობლოში დაბრუნებას მოიტანს.
XS
SM
MD
LG