Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ძებნილთა სიაში შეიყვანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი


სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობაში შესასვლელი, ჰააგა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შენობაში შესასვლელი, ჰააგა

25 სექტემბერს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დაუზუსტებელი მიზეზებით, თავის ძებნილთა სიაში შეიყვანა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პრეზიდენტი პიოტრ ჰოფმანსკი.

წელს, უფრო ადრე, სამინისტრომ ამ სიას დაუმატა ICC-ის მოსამართლეები ტომოკო აკანე და როსარიო სალვატორე აიტალა, ისევე როგორც სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მათ მარტში გასცეს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები. ორდერები გაიცა უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაციის საქმეზე, რასაც საერთაშორისო სამართალი დანაშაულად მიიჩნევს.

რუსეთმა ორდერების გაცემას უპასუხა ICC-ის წარმომადგენელთა წინააღმდეგ საქმეების აღძვრით.

XS
SM
MD
LG