Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა მარტი აჰტისაარი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი


მარტი აჰტისაარი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი
მარტი აჰტისაარი, ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი

16 ოქტომბერს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი მარტი აჰტისაარი. გლობალური მშვიდობის დამყარებასა და საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარებაში შეტანილი წვლილისათვის მარტი აჰტისაარი დაჯილდოებული იყო ნობელის მშვიდობის პრემიით.

AP news agency-ის თანახმად, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ აჰტისაარი "ხანგრძლივი ავადმყოფობის" შემდეგ გარდაიცვალა. ფინეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ნიინისტოს გამოსვლის დროს პირდაპირი ეთერში შეწყვიტა.

"ღრმად შეშფოთებული ვართ ფონდის დამფუძნებლის და (ყოფილი) საბჭოს თავმჯდომარის დაკარგვით", - ნათქვამია მარტი აჰტისაარის მიერ დაფუძნებული კონფლიქტების თავიდან აცილების და მოწესრიგების ფონდის განცხადებაში.

ნობელის მშვიდობის პრემია აჰტისაარიმ 2008 წელს მიიღო, სხვადასხვა კონტინენტზე მრავალწლიანი სამშვიდობო საქმიანობისთვის.

ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო ძალისხმევით ნამიბიიდან კოსოვომდე და ინდონეზიამდე, აჰტისაარიმ "ხელი შეუწყო მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას."

XS
SM
MD
LG