Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Forbes-ის ჟურნალისტი რუსეთის სასამართლომ შინაპატიმრობაში მოათავსა


27 აპრილს რუსეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მოათავსონ ჟურნალ Forbes-ის რუსული გამოცემის ჟურნალისტი სერგეი მინგაზოვი შინაპატიმრობაში.

მინგაზოვი პოლიციამ 26 აპრილს შორეულ აღმოსავლეთში, ქალაქ ხაბაროვსკში დააკავა, რუსი სამხედროების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით.

მისმა ადვოკატმა, კონსტანტინ ბუბონმა თქვა, რომ მისი კლიენტი დააკავეს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების გამო უკრაინის ქალაქ ბუჩის შესახებ, სადაც 2022 წლის აპრილში რუსეთის არმიის გასვლის შემდეგ 400-ზე მეტი მოქალაქის ცხედარი იპოვეს წამების ნიშნებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

XS
SM
MD
LG