Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივბლოგი სასამართლოდან
ლაივბლოგი სასამართლოდან

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (08/07/2025)

16:55 8.7.2025

ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჰკითხა ირაკლი გველესიანს, ვინმესთვის ხომ არ გადაუცია ის ჩანაწერები, რომლებიც შეისწავლა? - მოწმემ იუარა. ადვოკატმა განმარტა, რომ ამ კითხვებს სვამს, რადგან ეს კადრები ფეიკექაუნთებზე იყო გამოქვეყნებული, შესაბამისად, აინტერესებს, საიდან მოხვდა იქ.

16:47 8.7.2025

დღეს რამდენჯერმე მიმართა მოსამართლე, თამარ მჭედლიშვილმა ბრალდებულებს სიმშვიდე შეინარჩუნონ. დღეს მართლაც ბევრს საუბრობენ ერთმნეთში ბრალდებულები და ამას დამსწრეებიც ადასტურებენ. მოსამართლის შენიშვნაზე რეპლიკით. თამარ მჭედლიშვილი ამბობს, რომ ხმაურის დროს უჭირს მოსმენა და გააზრება ინფორმაციის, რომელსაც მოწმეები აწვდიან.

16:40 8.7.2025

8-პირიან საქმეზე მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა აგვისტოს თვეც გაწერა. მხოლოდ აგვისტოში ჩატარდება 7 პროცესი. გაიწერა თარიღებიც: 4 აგვისტო, 12 საათი, 7 აგვისტო, 12 საათი, 8 აგვისტო, 13 საათი, 11 აგვისტო, 12 საათი, 18 აგვისტო, 12 საათი, 21 აგვისტო, 12 საათი, 22 აგვისტო, 12 საათი.

16:30 8.7.2025

გამოიძახეს მოწმე ირაკლი გველესიანი. ისიც დაიკითხა, გუშინ ჯგუფური ძალადობის 11-პირიან საქმეზე


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG