Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივბლოგი სასამართლოდან
ლაივბლოგი სასამართლოდან

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (08/07/2025)

12:41 8.7.2025

კითხვებს სვამს ადვოკატი, გუჯა ავსაჯანიშვილი:

დაზარალებული პოლიციელი ამბობს, რომ „არ დაუნახავს ვინ ესროლა ქვა".

პოლიციელი ამბობს, რომ როცა „აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები, იყო მოწოდებები - ესროლეთ".

12:42 8.7.2025

რა ხდება დარბაზში პოლიციელის დაკითხვის პარალელურურად:

  • ზვიად ცეცხლაძე მეგობარს ეუბნება, რომ „ამ კვირაში დაურეკავს“.
  • თორნიკე გოშაძე პატარა ბლოკნოტითაა მოსული და კალმით რაღაცებს იწერს.
  • კალამი და ბლოკნოტი აქვს ნიკოლოზ ჯავახიშვილსაც, ისიც ინიშნავს, რას ჩვენთვის უცნობია.
  • დარბაზი სავსე არაა.
12:49 8.7.2025

მოწმე, სანდრო ლოლაძეს ადვოკატი, კახა კოჟორიძე ეკითხება: „იმ ლოკაციებზე, სადაც გადაადგილდებოდა, ხომ არ დაუნახავს აქ მყოფი ბრალდებულებიდან რომელიმე“.

მოწმის თქმით, „ბევრი ხალხი იყო და ვერ გამოარჩევს“. ასევე მას არ გაუგია, რომ „ნივთებს ისროდა ესა და ეს ადამიანი[სახელობიდათ - რ.თ.]".

12:49 8.7.2025

სანდრო ლოლაძის თქმით, მას არ შეუძლია მტკიცებით თქვას, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეების გარდა არავინ გადაადგილდებოდა, მაგალითად მოქალაქე, გამვლელი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG