Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაივბლოგი სასამართლოდან
ლაივბლოგი სასამართლოდან

8 დემონსტრანტის საქმის განხილვა - ლაივბლოგი (08/07/2025)

12:51 8.7.2025

სანდრო ლოლაძის თქმით, მას არ შეუძლია მტკიცებით თქვას, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეების გარდა არავინ გადაადგიდებოდა, მაგალითად მოქალაქე, გამვლელი.

12:54 8.7.2025

კითხვებს სვამს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე:

„თქვენს მიერ ქაშვეთთან[მოწმის თქმით, დაზიანდა მაშინ, როცა ქაშვეთთან ჩავიდა 9 აპრილის ქუჩიდან - რ.თ.] მისვლას, წინ უსწრებდა აქციის მონაწილეების დარბევა?“, - კითხულობს ადვოკატი.

სანდრო ლოლაძე პასუხობს: „დარბევა რატო? მე არ დამინახავს იმ მომენტში, რა მოხდა".

12:56 8.7.2025

ის უდასტურებს, შოთა თუთბერიძეს, რომ მის წინ იდგა სპეცრაზმელების კორდონი, როცა ჩავიდა ქაშვეთთან და თავად ამ კორდონის უკან იდგა.

„სპეცრაზმი იგერიებდა აქციის მონაწილეების ნასროლ ნივთებს“, - ასე პასუხობს კითხვას, რა სპეციალურ საშუალებებს იყენებდა გდდ.

მისივე თქმით, ხედავდა, ვინ ისროდა ნივთებს, მაგრამ „როგორ უნდა გაერჩია, ვინ ისროდა?".

13:04 8.7.2025

დასრულდა სანდრო ლოლაძის დაკითხვა. გამოიძახეს კიდევ ერთი მოწმე, თამარ ჭანტურია.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG