Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან
დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი სასამართლოდან

დავით ხომერიკის საქმე - ლაივბლოგი (08/07/2025)

დავით ხომერიკის აფეთქების მომზადებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, მის ჩანთაში გამოუყენებელი ე.წ. მოლოტოვის კოქტეილეილები იპოვეს. მისი საქმე რამდენიმე სხდომაში დასრულდება. 26 წლის მუსიკოსს ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

15:35 8.7.2025

ახლა ადვოკატი არკვევს, შეადგინა თუ არა პოლიციამ ზედაპირული დათვალიერების ოქმი.

პროკურორი ამბობს, რომ პასუხი გაცემულია. „მოწმემ თქვა, რომ ადგილზე ჩაატარეს ზედაპირული დათვალიერება და ოქმი პირადი გასინჯვის შეადგინეს ადმინისტრაციულ შენობაში".

„ნუ ანიშნებთ პასუხებს", - პასუხობს ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.

„ადგილზე არანაირი დოკუმენტი არ ყოფილა შედგენილი", - ამბობს მოწმე და აზუსტებს: „ჩატარდა პირადი გასინჯვა და შედგენილია პირადი გასინჯვის ოქმი".

თუთბერიძე კითხულობს, ზედაპირულ დათვალიერებაზე შეადგინეს დოკუმენტი

მოწმე: გპასუხობთ, შედგა პირადი გასინჯვის ოქმი, ზედაპირული დათვალიერებაზე ოქმი არ შედგარა.

ადვოკატი: ანუ თქვენ ამბობთ, რომ ზედაპირული დათვალიერება არ ჩაგიტარებიათ?

მოწმე: ამერია უკვე...

[პროკურორის რეპლიკა: მოწმის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, შეადგინა პირადი გასინჯვის ოქმი]

ადვოკატი: ბატონო ნიკა, მე რომ აღვწერე, ზედაპირული დათვალიერება გულისხმობს სხეულს ზედაპირის დათვალიერებას, ტანსაცმელზე გარედან მოსინჯვას. ამის გარდა ადგილზე რამე ჩაატარეთ?

პოლიციელი: მისი ჯიბეები აღარ მახსოვს ზუსტად..

ადვოკატი: ნუ ცდილობთ გამოცნობას, რა იქნება სწორი პასუხი,.. ჯიბეები ამოუტრიალეთ?

პოლიციელი: ჯიბეები ჰქონდა ამოტრიალებული

ადვოკატი: ანუ ხომერიკი გზას კეტავდა და ჯიბეები ჰქონდა ამოტრიალებული?

პოლიციელი: ნახევრად, ისეთი შარვალი ეცვა, რომ .... ეს რომ იყოს დიდი ზომის შარვალი... ისეთი ჯიბეები ჰქონდა გარედან ჩანდა ხელის ჩაყოფის გარეშე.

15:26 8.7.2025

ახლა შოთა თუთბერიძე ეკითხება მოწმეს: „როგორ ჩაატარეთ პირადი შემოწმება?"

მოწმე პასუხობს: „მის ზედაპირზე აღმოჩენა, რაიმე ნივთი აქვს თუ არა "

- ჯიბეზე ხელს ადებთ?

- რა თქმა უნდა, ჯიბეში უკვე ჩხრეკაა

- ზედაპირულ დათვალიერებაში შედის ჯიბეზე გარედან ხელის მიდება?

[პროკურორი იცილებს კითხვას, მოსამართლე ადვოკატს მოუწოდებს „რელევანტური კითხვები დასვას"].

შოთა თუთბერიძეს სურს დეტალურად აღწეროს, რა გააკეთა პოლიციელმა, რომ სასამართლომ დაადგინოს, ჩხრეკა იყო ზედაპირული დათვალიერება თუ რა.

პოლიციელი: „შევამოწმეთ მისი ტანსაცმელი ზედაპირზე ხელის შეხებით"

[ადასტურებს, რომ გარედან რაიმეს გახსნის ან ხელის ჩაყოფის გარეშე შეამოწმეს. შემდეგ ადვოკატი კითხულობს კანონიდან ზედაპირული დათვალიერების განმარტებას]

თუთბერიძე: ანუ ზედაპირული დათვალიერება ჩაატარეთ და არა - პირადი გასინჯვა?

მოწმე: კი ბატონო

15:21 8.7.2025

დავით ხომერიკი სვამს კითხვებს:

- 2 დეკემბერს, როცა აქცია დაიშალა, ჰქონდა თუ არა პოლიციას გადაკეტილი რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია? იმყოფებოდით თუ არა იქ?

- არა არ ვიმყოფებოდი, ვიყავი პარლამენტის უკანა მხარეს, გამოვედით რუსთაველზე და ვმოძრაობდით პარლამენტიდან რუსთაველის მეტროს მიმართულებით

- იქ შეამჩნიეთ თუ არა რომ პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი გზა?

- არ ჰქონია

- არც ადევნება გინახავთ?

- არა.

- ჩემი დაკავების დროს თქვენთან ერთად იყო გიორგი ჯიქია და კიდევ ვინ ორი? გაიხსენებთ, მაგალითად, მძღოლი

- არ მახსოვს

- რანაირად არ გახსოვთ კოლეგა?

- შეიძლება სხვა განყოფილება გვიწევდა დახმარებას

- მე რომ ჩამსვით მანქანაში, თქვენ იჯექით იქ?

- დიახ მე და გიორგი ჯიქია

- ჩემი დაკავება მშვიდ ვითარებაში მოხდა?

- დიახ

- თუ მშვიდ ვითარებაში მოხდა დაკავება, რაც სიცრუეა და მე ჩემი სიმართლე მაქვს, ნივთები არ ამოგიღიათ ჩანთიდან?

- არანაირ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

15:17 8.7.2025

შოთა თუთბერიძე აგრძელებს: პირადი გასინჯვის დროს ჩანთა არ გაგიხსნიათ?

- არა.

პროკურორი ერევა: ზედაპირული დათვალიერება მოხდა ადგილზე, პირადი გასინჯვა განყოფილებაში, ტერმინებს არევინებთ ახლა.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG