4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დღეს, 14 სექტემბერს, დაიწყო. მსჯავრდადებულების ამ ჯგუფში უმეტესობა პოლიტიკოსია. დღეს გაირკვა, რომ ერთ-ერთ მსჯავრდადებულს, ნიკოლოზ გვენცაძეს, საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებენ.