სხდომათა ტარდება მე-15 დარბაზში. დავით ხომერიკი შემოიყვანეს, ესალმება დამსწრეებს, პროკურორმა ვაჟა თოდუამ გამოიძახა მოწმე მალხაზ შაშვიაშვილი. ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის გამომძიებელია.
პოლიციელ მალხაზ შაშვიაშვილის ჩვენება:
„პირადი გასინჯვისას მისი ზურგჩანთიდან ამოიღეს სხვადასხვა ნივთებთან ერთად სამი ბოთლი, ორი იყო ადვილადაალებადი ნივთიერება ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი".
[თავდაპირველად დავით ხომერიკი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და სწორედ მაშინ გაჩხრიკეს, საქმე სისხლის სამართლის მუხლით გადაკვალიფიცირდა - რ.თ]
„გვითხრა, რომ ინტერნეტში მოიძია, როგორ დაემზადებინა ლობჟანიძის ქუჩა 2 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაამზადა".
[შაშვიაშვილმა დავით ხომერიკი დაკავების შემდეგ გამოკითხა კიდეც. მისი თქმით, გამოკითხვა მის სამუშაო ოთახში ჩატარდა, თავისუფალი თხრობის რეჟიმში]
„მოჰყვა აქციებზე როგორ დადიოდა და როგორ დაამზადა...", - ამბობს პოლიციელი და ამატებს, რომ ჩვენებას გაეცნო დავით ხომერიკი და ხელიც მოაწერა.
მოწმე ადასტურებს, რომ როცა პოლიციელი ზედაპირულად ათვალიერებს დაკავებულს, დგება შესაბამისი ოქმი. შემდეგ ადვოკატი ეკითხება - პირადი გასინჯვა, რომელი ნორმატიული საფუძვლით ჩატარდა.
პროკურორი კითხვას იცილებს და ამბობს, რომ მოწმე კანონმდებლობის ცოდნაზე არ იკითხება.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი მხარეებს აჩერებს და მოწმეს ეუბნება, თავიდან თქვას, რა საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა .
მოწმე შაშვიაშვილის თქმით, დავით ხომერიკის დაკავების ოქმში წერია, რომ პირადი გასინჯვა ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა, ადვოკატი, შოთა თუთბერიძე წარუდგენს ოქმებს მას და სთხოვს წაიკითხოს: სად წერია ეს.
ამ საკითხზე კამათის შემდეგ მოწმე ამბობს, რომ დაკავების ოქმში პირადი გასინჯვიც ადგილიც წერია და ოქმის შედგენის ადგილიც.
ადვოკატი ისევს მოითხოვს, აჩვენოს, სად წერია. კითხვას აპროტესტებს პროკურორი ვაჟა თოდუა.
ფორუმი